ჟურნალისტები
июля 08, 2017
ჩვენი ჯგუფი ყველაზე საპასუხისმგებლო
ამოცანის წინაშე აღმოჩნდა. „ეკოლოგების“, „ბიოლოგების“, „ქიმიკოსების“ მოძიებული მასალა
უნდა დაგვეხარისხებინა და პროექტის სარეკლამო პლაკატები და გზამკვლევები მოგვემზადებინა.
ჩვენს ჯგუფს უშუალოდ ქალბატონი ნანა მესხი ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი თაოსნობით
მოხდა აღნიშნული მასალის პირველად „ეკოვიზიონის“ ფესტივალზე პრეზენტაცია და საერთაშორისო
კონკურსისთვის გერმანულ ენაზე თარგმნა.
ღონისძიებები
11 ნოემბერი ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღე
11 ნოემბერი 2016
11 ნოემბერს, ენერგოდაზოგვისსაერთაშორისოდღისაღსანიშნავად, თბილისში, განახლებულაღმაშენებელზე, ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” მიერ, საერთაშორისო სასკოლოპროექტის “SPARE” ფარგლებში.ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტებმა, სკოლებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც მუშაობენ კლიმატის ცვლილების და ენერგოეფექტურობის საკითხებზე. განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდნენ გურამ რამიშვილის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები,
რომლებმაც ფესტივალის სტუმრებს გააცნეს საკუთარი საქმიანობა,
წარმოადგინეს სხვადასხვა ენერგოეფექტური მოწყობილობები, გამოგონებები და საინფორმაციო მასალები, პოპულარიზაცია გაუწიეს ალტერნატიულენ ერგიის წყაროებს და მოიყვანეს ელექტროავტომობილი. ფესტივალის წამყვანმა სცენიდან მიაწოდა ინფორმაციას ტუმრებს ენერგოეფექტურობის ნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილებაზე. მოეწყოთემატური ვიდეორგოლების ჩვენება, ასევე გარემოს დაცვითი სიმღერების კარაოკე. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა თრეშ-არტის მასტერკლასები და ნარჩენებისგან ააწყვეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ფესტივალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ბავშვებისთვის
ჩატარდა ეკოვიქტორინები, რომლის გამარჯვებულებიც ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლიზა შენგელია გახდა და დაჯილდოვდა სხვადასხვა ენერგოეფექტური ტექნიკით.
0 коммент.