სასწავლო პროექტის გეგმა
июня 28, 2017
სასწავლო პროექტის ავტორი
| |||
სახელი, გვარი
|
ნანა მესხი
| ||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
თბილისი
| ||
სკოლა
|
გურამ რამიშვილის სახ. ქ. თბილისის N20 საჯარო სკოლა
| ||
პროექტისმონახაზი
| |||
პროექტისდასახელება
| |||
პანდორას ყუთის უკანასკნელი იმედი
| |||
პროექტის შინაარსი
| |||
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამბინძურებელი უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად მომატებული ტრანსპორტის გამონაბოლქვია. არსებული მონიტორინგის მონაცემების თანახმად, ყველა იმ ქალაქში, სადაც სადამკვირვებლო ჯიხურია განთავსებული აღინიშნება ე. წ. „ძირითადი დამბინძურებლების“ (SO2, NO2, CO, ზესტაფონში - MnO2) კონცენტრაციის გადაჭარბება მათ დასაშვებ მნიშვნელობებზე. გასათვალისწინებელია, რომ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შესაძლებლობებიამჟამად მეტად შეზღუდულია; დაბინძურებაზე დაკვირვება წარმოებს ხუთ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბათუმში. ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების პუნქტების სიმცირე დასინჯების ლაბორატორიული ანალიზის სფეროში არსებული პრობლემები არ იძლევა საშუალებას, შეიქმნას დამაკმაყოფილებელი სურათი საქართველოს დასახლებულ პუნქტებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. ჰაერის დაბინძურების მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? - რა თქმა უნდა ჩვენ ადამიანები.
| |||
საგანი/საგნები
| |||
გერმანული ენა, ფიზიკა
| |||
საფეხური/კლასი
| |||
საბაზო, 9 კლასი
| |||
პროექტის განხორციელების დრო
| |||
2 თვე
| |||
პროექტის საფუძვლები
| |||
საგნობრივი სტანდარტები
| |||
უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., სტატია,
ეკოლოგიური ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
• ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
• ამოიცნობს ტექსტისზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულფაქტობრივინფორმაციას;
• აკავშირებს ერთმეთთან სხვადასხვა სახის ინფორმაციას და გამოაქვს დასკვნა;
• მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან;
უცხ.ს.III.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (მაგ. ცნობარი, ანოტაცია, დაიჯესტი დასხვა) შედგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• თავს უყრის საჭირო ინფორმაციას, ილუსტრაციებს;
• განსაზღვრავს ინფორმაციის ორგანიზების წესს;
• ასათაურებს;
• აფორმებს ილუსტრაციებით.
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
• ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას;
• წინასწარი მომზადების საფუძველზე ახერხებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და მისგანმარტებას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულოსუფრა; სარეკლამო ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრებამსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს დასხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• განახორციელებს პროექტს;
• გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნებისგათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
• გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.
უცხ.ს.III.26. მოსწავლესშეუძლიარესურსებისგამოყენებასასწავლოსაქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
• ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურული ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
• მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებებში, ლექსიკონში, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკში, მასწავლებელთან, კომპეტენტურ პირთან დასხვა);
• მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლომასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
• შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აყალიბებს კვლევის მიზანს;
• არჩევს მონაცემების მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
• არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
• არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
• შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აწარმოებს დაკვირვებას ან /და გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს;
კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
• შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
მიმართულება: ფიზიკური მოვლენები
ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
• შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
• ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
• შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
| |||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
| |||
მოსწავლეები შეძლებენ:
• განსაზღვრონ ეკოლოგიური პრობლემების მიზეზ-შედეგობრივობა და სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე შეიმუშავონ და მოიძიონ ჰაერისა და წყლის დაბინძურების ხარისხის წინააღმდეგ ახალი ალტერნატიული გზები
• დაგეგმონ და განახორციელონ პროექტის მსვლელობისას საჭირო და აუცილებელი აქტივობები;
· ისტ–თან ინტეგრირებით ორგანიზება გაუწიონ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას და შექმნან პრეზენტაცია/სლაიდები საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
• აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მასწავლებელთან პირისპირაც და ვირტუალურადაც;
• გამოიყენონ Facebook–ის საპროექტო ჯგუფი რეფლექსიისთვის მთელი პროექტის განმავლობაში და ბლოგი პროექტის მზა პროდუქტების განსათავსებლად.
| |||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
| |||
ზოგადი კითხვა
|
რა არის ეკოლოგია?
| ||
თემატური კითხვები
|
რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქალაქი? რა იწვევს გარემოს დაბინძურებას?
რა ბუნებრივი რესურსები არსებობს საქართველოში ალტერნატიული ენერგიის მისაღებად?
| ||
შინაარსობრივი კითხვები
|
როგორ ავიცილოთ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი ქვეყნის გადასარჩენად?როგორ გესახებათ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები და მეთოდები?
| ||
შეფასების გეგმა
| |||
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
| |||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
| |
პროექტის დასაწყისში
|
გონებრივი იერიში
ვიცი - მინდა ვიცოდე - ვისწავლე
|
მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა სასაწავლო პროექტის გეგმის შემუშავება
| |
პროექტის მსვლელობისას
|
Ø მინი-ლექცია,
Ø ვიდეოკლიპის ჩვენება
Ø გერმანელი სტუმარი (გასაუბრება თემის გარშემო, დისკუსია, თემის განხილვა)
Ø ვიზიტი გარემოს დაცვის სამინისტროში
Ø სტატისტიკური მონაცემების შეგროვება
Ø ვიზიტი ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის ახალ ლაბორატორიაში, ტერმინი ავტოდამტენის გამომგონებელთან
Ø ტრანსპორტის დეპარტამენტი, შეხვედრა ავტოდამტენის გამომგონებელთან
Ø ვიზიტი ბიო-ქიმიური ლაბორატორიაში „ექსპერტიზა+“
Ø სკოლის ტერიტორიაზე აღებული ჰაერისა და სასმელი წყლის ნიმუშების ანალიზების გაკეთება
Ø ინფორმაციის მოძიება
Ø ჯგუფური მუშაობაპრეზენტაციებზე
Ø ჯგუფურიმუშაობაპლაკატებისშექმნაში
Ø ეკოვიზიონის გამოფენისთვის მზადება
Ø ბუკლეტების დამზადება
Ø ინტერვიუების აღება და ვიდეორგოლის მომზადება
Ø ეკოვიზიონის მიერ ორგანიზებული სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების კონკურსში „დაზოგე ენერგია“ მონაწილეობა და ჩვენი სკოლის კუთხის მომზადება
Ø უცხო სიტყვების ლექსიკონის გაკეთება
|
პრობლემის იდენტიფიცირება საჭიროებების დადგენა
კითხვის დასმის სტრატეგიის გაცნობა
სტატისტიკური მონაცემების შეგროვება-დახარისხების წესები
ინფორმაციის მოძიების გზამკვლევი
დისკუსიის ჩეკლისტი
ინტერვიუს აღების კითხვარის შედგენის წესები
ბიოქიმიური ლაბორატორია „ექსპერტიზა+“-ის გზამკვლევი
| |
პროექტის დასრულების შემდეგ
|
ჯგუფური პრეზენტაციები
ვიცი - მინდა ვიცოდე - ვისწავლე
ბუკლეტების პრეზენტაცია
ვიდეორგოლის პრეზენტაცია
|
Ø პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
Ø ვიდეობლოკის შეფასების რუბრიკა
Ø ბუკლეტების პრეზენტაცია
Ø ეკოვიზიონის მიერ ორგანიზებული კონკურსში „დაზოგე ენერგია“ ვიქტორინაში მონაწილეობა
| |
შეფასების მოკლე მონახაზი
| |||
შეფასება სასწავლო პროექტის ყველა ეტაპზე ხორციელდება. საწყის ეტაპზე, ვიცი-მინდა ვიცოდე სქემის საშუალებით შევამოწმებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნასა და დავადგენ მათ ინტერესებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შინაარსის ცოდნის შემოწმება-შეფასებას მოვახდენ აგრეთვე დიაგნოსტიკური ტესტირებისას, რაც აგრეთვე დამეხმარება მოსწავლეთა დიფერენცირებისა და საჭიროებების გამოსავლენად და ანალიზისათვის როგორც ფიზიკაში, ასევე ისტ-ში. შეფასების შედეგებზე დაყრდნობით გუნდებს მიეცემათ საწყის ეტაპზე იდეის პუბლიკაციისთვის ბუკლეტის ქულობრივი შეფასების გზამკვლევი, რაც მოსწავლეებს იდეის სწორად წარმართვასა და ბუკლეტზე მუშაობაში დაეხმარება. პროექტის მსვლელობისას დროდადრო მოვახდენ გუნდებთან შეხვედრას საჭირო მითითებებისა და მიმართულების მიცემის მიზნით. მოსწავლეებს მიეცემათ აგრეთვე ბლოგის შეფასებისა და პროექტის ქულობრივი შეფასების რუბრიკები, რაც მათ პროექტის საბოლოო პრეზენტაციის მონიტორინგში დაეხმარება. გავაცნობ მოსწავლეებს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას პრეზენტაციის უნარების შესახებ უკუკავშირის მიზნით და მიეცემათ მათ დრო, რათა უკუკავშირის დროს მიწოდებული ინფორმაცია საბოლოო პრეზენტაციაში გაითვალისწინონ. საბოლოო პრეზენტაციების დასრულებამდე მოსწავლეები გამართავენ თანაკლასელთა პრესკონფერენციას უკუკავშირის გაზიარებისთვის და მოსწავლეებს ვთხოვ ურთიერთშეფასების ფორმა გამოიყენონ გუნდების შეფასების დასაფიქსირებლად. ეს მათ პროექტის დახვეწაში დაეხმარება. ამ ეტაპზე საჭიროს ვთვლი დავაკვირდე პროექტის მიმდინარეობას და პრალელურად შევავსო მოსწავლეთა მუშაობაზე დაკვირვების ფურცელი, რათა მონიტორინგი გავუწიო სამუშაოს მსვლელობას. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეავსებენ ვიცი-ვისწავლე სქემას, რაც დამეხმარება მოსწავლეთა პროგრესის შესაფასებლად და საშუალებას მომცემს შევაფასო, რამდენად სწორად და საჭიროებებზე მორგებულად წარიმართა პროექტი. ბოლოს ვთხოვ მოსწავლეებს გამოიყენონ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების ფორმა და შეაფასონ თავიანთი როლი და შეტანილი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება. ბოლოს მასწავლებლის თვითშეფასების ანალიზი დამეხმარება როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებაში, ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში.
| |||
სხვა საკითხები
| |||
წინარეცოდნა
| |||
მოსწავლეებს შეუძლიათ
• გერმანულ ენაზე ლექსიკონის საშუალებით სტატიებისა და ტექნიკური ტერმინოლოგიის შემცველი ტექსტების თარგმნა და მოძიებული ინფორმაციის დამუშავება. იცნობენ და ნასწავლი აქვთ ფიზიკაში „თერმული ძრავები“,
• ფლობენ გერმანულის ცოდნის A2 დონის შესაბამის უნარებს. მოსწავლეები ფლობენ და იყენებენ ისტ-ის საბაზისო უნარ-ჩვევებს
• საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები (მათ შორის, დოკუმენტების გახსნა და შენახვა, კვლევის შედეგების დოკუმენტირება და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის შექმნა PowerPoint პროგრამაში);
• საინფორმაციო წყაროების ზუსტად მითითების უნარი.
• სოციალური ქსელების გამოყენება საკომუნიკაციოდ ერთმანეთთან და მასწავლებელთან;
• ბლოგის შექმნა და მისი დიზაინის მართვა.
| |||
სასწავლო პროცედურები
| |||
პროექტის შესავალი
გამოწვევისა და ინტერესის გაღვივების მიზნით შევთავაზებ მოსწავლეებს სხვადასხვა აუდიო და ვიდეო მასალას დედამიწის მაგნიტური ველის შესახებ, ვფიქრობ მათ გაუჩნდებათ სურვილი თავადაც მოძებნონ მსგავსი ფილმები და დამოუკიდებლადაც შეისწავლონ.
პროექტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შევქმნი Facebook–ის საპროექტო ჯგუფს: ეკოლოგია და სკოლა“ მოსწავლეებთან სკოლის გარეთ ურთიერთობისთვის და საჭირო გზამკვლევებისა და შაბლონების, აგრეთვე სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკების ელექტრონულად გაგზავნისა და გაცნობის მიზნით. გავუგზავნი ქსელის საშუალებით პროექტის იდეის პუბლიკაციას საგაზეთო სტატიის სახით მშობლებს და მოვემზადები მათ შესაძლო შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
მოსწავლეებთან ჩავატარებ მინი-ლექციას, სადაც ვიმსჯელებთ კონკრეტულ საპროექტო თემაზე:"საქართველოს გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენული წყაროები" ეკოლოგიური პრობლემები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა.
საწყისი ეტაპი
ვიცი-მინდა ვიცოდე სქემისა და დიაგნოსტიკური ტესტირების საშუალებით შევამოწმებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას. მივცემ მათ მითითებებს, ჩავინიშნავ პასუხებს და დავადგენ მათ ინტერესებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ამ სქემას გამოვიყენებ მთელი პროექტის განმავლობაში ყოველი აქტივობის დაწყების და დასრულების შემდეგ, დავამატებ ახალ ინფორმაციას. დავსვამ ზოგად შეკითხვას: რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქალაქი? რა იწვევს გარემოს დაბინძურებას? რა ბუნებრივი რესურსები არსებობს საქართველოში ალტერნატიული ენერგიის მისაღებად? მოვიწვევ გერმანელ პროფესორ დოქტ. ზიგფრიდ კრაინერს, რომელიც გერმანიის მოდელზე გაგვესაუბრება და გაგვიმარტავს გარემოს დაბინძურების გარშემო დასმულ საკითხებს.
ეფექტური კითხვები მოსწავლეებს პროდუქტიულ განხილვაში რთავს, შინაარსის ღრმად გააზრებასა და კომპლექსურ აზროვნებას უწყობს ხელს, პასუხის ძიებისას უბიძგებს ლოგიკური მსჯელობისკენ, დასაბუთებული არგუმენტაციისაკენ, ამ კითხვებით მოსწავლეებს მიეცემათ მიმართულება, თუ რაზე უნდა იმუშაონ. ამავე დროს გამოიკვეთება მიზნები და ამოცანები.
ჩემს მოსწავლეებს საშუალებას მივცემ ან ვურჩევ კიდეც, განსაზღვრონ თავიანთი ინტერესის სფერო მოცემულ საგანში და შეიმუშაონ მოცემული დავალების შესრულების სტრატეგია.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს ზოგადი წარმოდგენა შეექმნებათ გარემოს დაბინძურების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების შესახებ, დავყოფ მათ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით ოთხ ჯგუფად, რომელთა პირობითი დასახელებები იქნება: ,,ფიზიკოსები“, ,,მკვლევარები“, ,,ბიოლოგები’, ,,ჟურნელისტები“. მოსწავლეებს ავუხსნი, რომ პროექტზე მეტწილად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებაც ერთობლივ ნამუშევარში უნდა მიიღონ. გავუგზავნი სოციალური ქსელის საშუალებით წინასწარ ჯგუფური მუშაობის რუბრიკას. განვიხილავთ ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებულ მოლოდინებს და ვთხოვ მოსწავლეებს იხელმძღვანელონ რუბრიკით ჯგუფური მუშაობის დროს.
მათ მიეთითებათ წყაროები ინფორმაციის მოძიებისათვის, მოსწავლეებს საკმარის დროს მივეცემ კვლევის ჩასატარებლად. ისინი დაიწყებენ კვლევას ,,პროფილის“ მიხედვით და გააკეთებენ იდეის პუბლიკაციას ბუკლეტის სახით, რისთვისაც მათ მიეცემათ ბუკლეტის შესაქმნელად საჭირო შაბლონი და ბუკლეტის შეფასების რუბრიკაც, რაც მოსწავლეებს იდეის სწორად წარმართვაში დაეხმარება. მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები თვითონ წყვეტენ ისარგებლონ თუ არა შაბლონით. ,,ჟურნალისტები“ თემას სწავლობენ და იკვლევენ მთლიანად, შესაბამისად მათი იდეის პუბლიკაცია უნდა მოიცავდეს დედამიწის მაგნიტურ ველს ყველა ასპექტში.
მას შემდეგ, რაც ჯგუფები გააკეთებენ იდეის პუბლიკაციას, შევაფასებ მათ ბუკლეტებს რუბრიკის საშუალებით, რაც მათ დაეხმარება პროექტის საბოლოო პროდუქტების შექმნაში.
შუა ეტაპი
,,ჟურნალისტები“ შეიმუშავებენ კითხვებს და სხვა ჯგუფის ლიდერებთან ერთად ატარებენ ქუჩის გამოკითხვას თემასთან დაკავშირებით. აკეთებენ ჩანაწერებს და გამოკითხვის სტატისტიკას და ქმნიან ბუკლეტს პროექტის ბოლოს საზოგადოებაში გასავრცელებლად ინფორმირების მიზნით.
მოსწავლეები ემზადებიან საბოლოო პრეზენტაციისთვის, მოამზადებენ თავიანთ კუთხეს, კერძოდ რეკლამას გაუწევენ საკუთარ ,,პროფილს“ კედლის გაზეთის საშუალებით. ამ ეტაპზე საჭიროდ ვთვლი, რომ დავაკვირდე პროექტის მიმდინარეობას და პრალელურად შევავსო მოსწავლეთა მუშაობაზე დაკვირვების ფურცელი, რათა მონიტორინგი გავუწიო სამუშაოს მსვლელობას, ამავე დროს დავეხმარო მათ სამუშაოს ორგანიზებაში. საჭირო შემთხვევაში მათ ვაძლევ დამატებით დროს. მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ინტერპრეტირებისა და გამოყენების მექანიზმების შემუშავება დამეხმარება, დავრჩე მოსწავლის სწავლაზე ორიენტირებული.
ყოველდღიურად დავაკვირდები ჯგუფებს, სამუშაო პროგრესის მონიტორინგისთვის, გავეცნობი მოსწავლეების შეკითხვებს და საჭიროებებს დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად. ვაწარმოებ ჩანიშვნებს თითოეული მოსწავლის მუშაობის შესახებ.
მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, რისთვისაც მათ მიეცემათ ბლოგის შეფასების რუბრიკა. მოსწავლეების ერთმანეთთან და მასწავლებელთან თანამშრომლობისთვის ხშირად გამოვიყენებთ სოციალურ ქსელებს, ვფიქრობ ეს კარგი მეთოდია კოლაბორაციისათვის, აზრთა გაცვლა გამოცვლისთვის და მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისათვის პროექტის ყველა ეტაპზე. პერიოდულად თავისუფლად გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს ახალ ცნებასთან დაკავშირებით სოც. ქსელის ჯგუფის საშუალებით, არ დაუცდიან „სწორი“ პასუხის ჩემგან მოსმენას, გააკეთებენ კომენტარებს, განვითარდებიან თემის ან პროექტის ფარგლებში, გაცვლიან მოსაზრებებს ერთმანეთში, და არა მხოლოდ ჩემთან. ეს მეთოდი დამეხმარება მეც და მათაც, მონიტორინგი გავუწიოთ მოსწავლეთა პროგრესს და კარგი საშუალებაა ურთიერთშეფასებისთვისაც. ვთხოვ მათ სოც. ჯგუფში დროდადრო გაკეთებული კომენტარები გამოიყენონ უკუკავშირისთვის. ამით მოსწავლეებისთვის შეიქმნება ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება და საგანმანათლებლო მიზნების დასახვაში, სწავლის პროცესის მართვასა და პროგრესის შეფასებაში აქტიური მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. ამ დროს ჩემს თავს დამხმარეს ან მენტორის როლში უფრო ვხედავ, ვიდრე მასწავლებლის. ამავე დროს მოსწავლეები მოახდენენ ისტ-თან ინტეგრირებას, ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას და შექმნიან პრეზენტაცია/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ ურთიერთშეფასებას კითხვარის საშუალებით, რაც სხვისი შეცდომებისა და მიგნებების გამოვლენის კარგი საშუალებაა. მეც დამეხმარება მოსწავლეთა წარმატება/წარუმატებლობის დადგენაში.
ბავშვები ითანამშრომლებენ ექიმ–კარდიოლოგებთან და უნივერსიტეტის პროფესორებთან აღნიშნული თემატიკის უკეთ გაცნობისა და გაჩენილ კითხვებზე პასუხების მოძებნის მიზნით.
მოსწავლეები ბლოგზე განათავსებენ მოპოვებული ინფორმაციების წყაროებზე დაყრდნობით კვლევებს საავტორო უფლებების მითითებით. შეფასდება მათი ბლოგები რუბრიკაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით. რა თქმა უნდა მოსწავლეები მოტივირებულები იქნებიან, რომ თითოეული ბლოგი იყოს ორიგინალური და საინტერესო ინფორმაციებით და ფოტომასალებით ,,დახუნძლული“.
მათთვის წინასწარ მიცემული პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე დაყრდნობით ისინი შექმნიან და მოახდენენ 10–15 წუთიან თემის პრეზენტაციას ,,პროფილის“ მიხედვით სლაიდ შოუს სახით პრეზენტაციის უნარების შესახებ უკუკავშირის მიზნით. ავუხსნი მათ, რომ პრეზენტაცია უნდა პასუხობდეს მთავარ კითხვებს. დავრწმუნდები იმაში, თუ რამდენად სწორად გაიგეს მოსწავლეებმა დავალება და შეფასების კრიტერიუმები რუბრიკების მიხედვით და მიეცემათ მათ დრო, რათა თანაკლასელების უკუკავშირი საბოლოო პრეზენტაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს გაითვალისწინონ.
ვიწყებთ ეკოვიჟენის მიერ ორგანიზებულ კონკურსისთვის მზადებას „დაზოგე ენერგია“, რომელიც ყოვეწლიურად ტარდება განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, სადაც პლაკატებით, პრეზენტაციითა და ელექტრო-ავტომობილით წარვადგენთ ჩვენს სკოლას და მონაწილეობას ვღებულობთ ეკოვიჟენის ვიქტორინაში. ამ ღონისძიებების ჩარჩოში მოსწავლეები ამზადებენ სარეკლამო ბუკლეტებს და არიგებენ დაინტერესებულ უცხოელ ტურისტებში. სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვიყოფით ჯგუფებად და ვამზადებთ პრეზენტაციებს. ეკოლოგიის ქართულ-გერმანული ლექსიკონის არარსებობის გამო შევქმნით სპეციფიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონს, რასაც ვაჩუქებთ სკოლის ბიბლიოთეკას.
პრეზენტაციის დღეს მოსწავლეებს ვეტყვი, რომ ისინი ჯგუფების მიხედვით პრეზენტაციებს რიგ–რიგობით გააკეთებენ და კითხვებსაც დასვამენ რიგ–რიგობით. ბოლოს კი ჟურნალისტები წარმოადგენენ დოკუმენტურ ფილმს პროექტის მსვლელობის შესახებ.
მოსწავლეებს მივცემ საშუალებას, აირჩიონ ტექნოლოგიური საშუალებები და პრეზენტაციის ფორმატი შესწავლილი მასალის დემონსტრირებისთვის. მოსწავლეთთათვის წინასწარ ცნობილი პროექტის შეფასების რუბრიკის მიხედვით ვადგენ, რამდენად იყო თითოეული მოსწავლე ჩართული საპროექტო მუშაობაში რუბრიკაში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით. ვთხოვ მოსწავლეებს შეავსონ ვიცი–ვისწავლე სქემა, რომლის მიხედვითაც დავადგენ მოსწავლეთა პროგრესს. ბოლოს დავუბრუნდებით მთავარ შეკითხვებს, რათა ანალიზი გავუკეთოთ შესწავლილ მასალას და განვსაზღვროთ პროექტის წარმატება.
მოსწავლეები შეავსებენ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებისა და ინდივიდუალური თანამშრომლობის კითხვარს, რათა შეაფასონ თავიანთი როლი და შეტანილი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. ეს მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში და გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ბოლოს, იმისათვის, რომ მოსწავლეებზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება დავგეგმო, მივმართავ მოკლე განმავითარებელ თვითშეფასებას. მასწავლებლის თვითშეფასების შედეგები დამეხმარება როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებაში, ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში, შეფასების გეგმის შედგენის პროცესში. ხუთშტრიხიან შკალაზე განვსაზღვრავ, როგორ შევაფასებდი ჩემს მიმდინარე პრაქტიკას.
| |||
დიფერენცირებული სწავლება
| |||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
• მივცემ დამატებით დროს კვლევის ჩასატარებლად;
• დავურიგებ პროდუქტების შაბლონებს, როგორიც არის, მაგალითად, ბუკლეტის შაბლონი პროექტის წარმატების ხელშესაწყობად;
• მივცემ მითითებებს წყაროების მოძიების შესახებ;
• მოსწავლეებს ჯგუფებად დავყოფ მათი საჭიროებებისა და უნარების მიხედვით;
• მოსწავლეს გავანაწილებ კოლაბორეაციულ ჯგუფში, რომელიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება;
• ჩემი მოსწავლეები თვითონ ირჩევენ პროდუქტების შესრულების ხერხებს, რომლითაც წარმოაჩენენ მიღებულ ცოდნას;
• მოსწავლეებთან გავმართავ დამატებით კონფერენციას და დავეხმარები მათ მონაცემების ორგანიზებაში;
| ||
არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
არაქართულენოვანი მოსწავლეები გაერთიანდებიან "ჟურნალისტების" ჯგუფში, სადაც მათ შეკითხვების იმ ენაზე დასმა მოუწევთ, რომელზეც თავისუფლად მეტყველებენ.
| ||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
• ვთხოვ მოსწავლეს, შეასრულოს ლიდერის როლი ჯგუფებში მუშაობისას;
• ნებას დავრთავ მოსწავლეებს, შემომთავაზონ თავიანთი ალტერნატიული დავალებები, რომლებიც ჩემს მიერ მიცემული დავალებების ეკვივალენტურია.
• მივცემ მოსწავლეებს საშუალებას, რომ პროექტის განმავლობაში სირთულის დონე თავად აირჩიონ.
| ||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
| |||
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
| |||
კომპიუტერ(ებ)ი X
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი X
|
მობილური ტელეფონი
| |
ფოტო/ვიდეო კამერა X
|
პრინტერი X
|
ინტერნეტკავშირი
| |
პროექტორი X
|
სკანერი X
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
| |
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
| |
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
| |||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
| |
ელ.ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
| |
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
| |
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
| |
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
| ||
ბეჭდური მასალები
| |||
ინვენტარი/მასალები
|
მიუთითეთ ძირითადი მასალები, რომლებიც პროექტის განხორციელებისას გამოიყენებთ. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების მითითება, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
| ||
ინტერნეტრესურსები
|
| ||
სხვა რესურსები
|
• შეხვედრა გერმანელ სტუმართან (გასაუბრება თემის გარშემო, დისკუსია, თემის განხილვა)
• ვიზიტი გარემოს დაცვის სამინისტროში
• სტატისტიკური მონაცემების შეგროვება
• ვიზიტი ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის ახალ ლაბორატორიაში, ტერმინი ავტოდამტენის გამომგონებელთან
• ტრანსპორტის დეპარტამენტი, შეხვედრა ავტოდამტენის გამომგონებელთან
• ვიზიტი ბიო-ქიმიური ლაბორატორიაში „ექსპერტიზა+“
• სკოლის ტერიტორიაზე აღებული ჰაერისა და სასმელი წყლის ნიმუშების ანალიზების გაკეთება
|
სასწავლო პროექტის რეფლექსია
პროექტი: – „
ელექტროავტომობილი - ალტერნატივა ჩემი ქალაქისთვის“
ნანა მესხი – გურამ
რამიშვილის სახ. ქ. თბილისის N20 საჯარო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის
პედაგოგი
პროექტზე
დაფუძნებული სწავლება (Projektbezogenes Lernen) განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე პედაგოგიკაში, ხშირად გვხვდება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და პედაგოგიურ ლიტერატურაში. ვფიქრობ ის ერთ-ერთი პრიორიტეტული აქტივობაა
სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის.
2006 წლიდან სკოლამ მიიღო ZfA-ს (საზღვარგარეთის ქვეყნებში სასკოლო სწავლების ცენტრი)
პარტნიორი სკოლის სტატუსი სადიპლომო გამოცდის ჩატარების უფლებით. გაძლიერებული გერმანული ენის სწავლება საკუთრივ გერმანული ენისა
და ლიტერატურის ინტენსიური სწავლების გარდა მოიაზრებს მაღალ კლასებში გერმანული ენის დიპლომის გაცემას ( DSD1 – A2/B1, DSD 2
- B2/C1), რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უგამოცდოდ ჩაირიცხონ გერმანულ
უნივერსიტეტებში. აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია პროეტზე დაფუძნებული
სწავლება, რამაც საშუალება მოგვცა ჩვენ, გერმანული ენის პედაგოგებს დაგვევროვებინა
მრავალწლიანი პრაქტიკა.
ამა წლის ოქტომბერში განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრომ სკოლას მიანიჭა
გაძლიერებული გერმანული ენის სწავლების სტატუსი და ამგვარად გ. რამიშვილის სახელობის მე-20 საჯარო სკოლა გახდა ამ სტატუსის მქონე პირველი საჯარო სკოლა.
1.
ჩვენი სასწავლო პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საგნობრივი ინტეგრაციის თვალსაზრისით, ვინაიდან 3 სხვადასხვა სასკოლო საგნის მომცველი ინტერდისციპლინური პროექტია, რაც მოსწავლეებს ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში ეხმარება. ამ დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი. ამიტომ ვფიქრობ კარგად დაგეგმილია და პირდაპირ უკავშირდება ამა თუ იმ საგნის საგანმანათლებლო სტანდარტსა და შინაარსს.
2.
რამდენად ნათელია, მიღწევადი და ზგემ-ის შესაბამისი პროექტის მიზნები? ვფიქრობ, პროექტის მიზნები
არის ნათელი, კონკრეტული და მოსწავლეთა შესაძლებლობებიდან გამომდინარე
მიღწევადი, ის შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
თვითშეგნების ამაღლებას და პატრიოტული ღირებულებების მქონე
მოქალაქედ ჩამოყალიბებას. ამასთან, პროექტის აქტივობები ხელს შუწყობს
მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ისტორიული წყაროების ანალიზის,
დროში ცვალებადობის ინტერპრეტაციის, კომუნიკაციის, XXI საუკუნის სხვა
უნარების განვითარებას, სამოქალაქო კომპეტენციების შემუშავებასა და სასკოლო
საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებას. პროექტის მიზნები უშუალო
კავშირშია პროექტის შედეგებთან. აღსანიშნავია, რომ პროექტით დასახული მიზნები
ჩატარებული აქტივობების საფუძველზე პროექტის ბოლოს ჩვენს მიერ მიღწეულ იქნა.
1. ვითვალისწინებ
თუ არა სასწავლო პროცედურების დაგეგმისას ესგ-ს მიზნებსა და სტანდარტებს?
პროექტის სასწავლო პროცედურების
დაგეგმისას გათვალისწინებულია ესგ-ს მიზნები და სტანდარტები სამივე ინტეგრირებული
საგნიდან და სამივე კლასის მოსწავლეთა შესაძლებლობების შესაბამისად (IX-X-XIკლ.):
უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., სტატია,
ეკოლოგიური ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
• ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
• ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე მოცემულ ფაქტობრივინფორმაციას;
• აკავშირებს ერთმეთთან სხვადასხვა სახის ინფორმაციას
და გამოაქვს დასკვნა;
• მიჯნავს ფაქტს ვარაუდისაგან, შეფასებისაგან;
უცხ.ს.III.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (მაგ. ცნობარი, ანოტაცია, დაიჯესტი დასხვა) შედგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• თავს უყრის საჭირო ინფორმაციას,
ილუსტრაციებს;
• განსაზღვრავს ინფორმაციის ორგანიზების წესს;
• ასათაურებს;
• აფორმებს ილუსტრაციებით.
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში
მონაწილეობა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
• სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
• ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას;
• წინასწარი მომზადების საფუძველზე ახერხებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და მის განმარტებას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ
ენაზე
განახორციელოს
სხვადასხვა
ტიპის
პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულოსუფრა; სარეკლამო ბროშურის შექმნა
უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე
კუთხის
ისეთ
კლასთან, რომელიც იმავე ენას
სწავლობს
დასხვა).
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• განახორციელებს პროექტს;
• გადის რეპეტიციას,
გუნდის
წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების,
შენიშვნების გათვალისწინებით,
აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
• გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.
უცხ.ს.III.26. მოსწავლესშეუძლიარესურსებისგამოყენებასასწავლოსაქმიანობის ხელშეწყობის
მიზნით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს
(მაგ., ლექსიკონს, სტრუქტურული ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
• მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებებში, ლექსიკონში, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკში,
მასწავლებელთან, კომპეტენტურ პირთან დასხვა);
• მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლომასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის
ეტაპები.
• შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•
აყალიბებს კვლევის მიზანს;
•
არჩევს მონაცემების მოპოვების
გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით,
გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
•
არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
•
არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს
(ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების
აღრიცხვა.
•
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•
აწარმოებს
დაკვირვებას ან /და გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს;
კვლ.VIII.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო
საშუალების გამოყენებით.
• შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•
იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს
თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად.
მიმართულება: ფიზიკური მოვლენები
ფიზ.VIII.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი
ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
• შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•
აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი
(ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს
პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის
შედეგის სადემონსტრაციოდ;
•
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის
მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
• შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• იყენებს
საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად
და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის
შესაქმნელად;
2.
ვითვალისწინებ
თუ არა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას?
პროექტში გათვალისწინებულია 21-ე
საუკუნის შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარება:
Ø
ინფორმაციის, წყაროების კვლევისა და ანალიზის,
ისტორიული ეპოქის ანალიზის, მასალის სტრუქტურულად დალაგების; სქემების, რუკების, ჩანაწერების შედგენის უნარს;
Ø
კომუნიკაციის და თანამშრომლობის; შემოქმედებითი მიდგომის უნარი;
Ø
ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაციიის
უნარი;
Ø
თვალსაჩინოებების გამოყენება -შექმნის; ისტორიულ-ევოლუციური მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების დადგენის უნარს;
Ø
საინფორმაციო ტექნოლოგიებზე
მუშაობის
და პრეზენტაციის; შეფასების, ურთიერთშეფასებისა და XXI საუკუნის სხვა უნარებს.
5. პროექტის დაგეგმისას
გათვალისწინებულია თუ არა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
პროექტის დაგეგმვისას
გათვალისწინებულია პროექტის აქტუალობიდან გამომდინარე მიმართულების მიმცემი -
საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომლებიც განსაზღვრავენ პროექტის
აქტივობებისა და მნიშვნელოვანი ცნებების არსს.
6. რამდენად მრავალფეროვანია
პროექტში გათვალისწინებული პროდუქტები, სტრატეგიები და რესურსები?
პროექტში გათვალისწინებული შესაქმნელი პროდუქტები, ცოდნის
დემონსტრირების ფორმები, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობდნენ, როგორც პროექტის
მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები, ისე აქტივობების ჩატარების დამსწრე
საზოგადოება, მრავალფეროვანია და გათვლილია მოსწავლეთა მრავალმხრივი
უნარების განვითარებაზე. ამ მხრივ გამოყენებულ იქნა როგორც რაოდენობრივი
კვლევის სტრატეგიები (ანკეტა, კითხვარი, მონაცემთა ანალიზი), ისე თვისობრივი
კვლევის მეთოდები (დაკვირვება, ფოკუს-ჯგუფები) და შემდეგი სასწავლო აქტივობები -
სამოდელო გაკვეთილები, გონებრივი იერიში, პრეზენტაცია, კონფერენცია, გაზეთი,
საინფორმაციო ბუკლეტი, დისკუსია და სხვა. რომლებიც ასახულია პროექტის აქტივობების
გეგმაში, ხოლო მასალები ატვირთულია ბლოგზე- „პანდორას ყუთის იმედი“.
მრავალფეროვანია პროექტში გათვალისწინებული რესურსებიც (სტატისტიკური მონაცემები,
სამეცნიერო ლიტერეტურა, ციფრული ტექნოლოგიები, ინტერნეტ-საიტები, სასწავლო თვალსაჩინოება,
საკანცელარიო ინვენტარი და სხვა).
ამასთან ერთად, ციფრული და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება
ხელს უწყობს პროექტის თემის საფუძვლიანად ათვისებას და XXI საუკუნის უნარების
განვითარებას.
7. რამდენადაა გათვალისწინებული
პროექტის აქტივობების განხორციელებისას განსაკუთრებული საჭიროებების მქონე
მოსწავლეთა შესაძლებლობები?
პროექტში გათვალისწინებულია როგორც სსსმ მოსწავლეები ისე მაღალი
აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები და მათი ინდივიდუალური
შესაძლებლობები, სპეციალური უნარები,საჭიროებები და ინტერესები. სსსმ მოსწავლეები
ისგ-ის შესაბამისად ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით და
აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა
სფეროების მიხედვით მონაწილეობდნენ პროექტში; მაღალი აკადემიური
კატეგორიის მოსწავლეებისათვის გათვალისწინებული იყო შედარებით რთული
დავალებები მყარი და დინამიური ცოდნის მისაცემად - სიღრმისეული კვლევა და
შედარებითი ანალიზები, კოგნიტური სქემებისა და დიაგრამების შედგენა, არჩეულ
თემაზე წყაროების ანალიზი და საპრეზენტაციო მასალის მომზადება და სხვა.
8. დაგეგმილი აქტივობები შეესაბამება
თუ არა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და მოსწავლეთა შესაძლებლობებს?
ესგ-ის და ზგემ-ის მიხედვით პროექტის ყოველი აქტივობა შეესაბამება
საკვლევი თემაზე არსებული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას,მიღებული
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.რაც ხელს უწყობს პროექტით გათვალისწინებული
უნარ-ჩვევების განვითარებას, ხოლო დავალებების სირთულე და მოსწავლეთა ჩართულობა
გათვლილია მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე. პროექტის
საგანმანათლებლო პროცესი თავისი არსით მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ
აქტიურობას, რაც გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ
მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში
მონაწილეობასაც. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია მონაწილეთა ურთიერთკომუნიკაცია,
კოოპერირება და თანამშრომლობა. ამასთან, ქცევის თავისუფალი არჩევანი და
დემოკრატიული პედაგოგიური გარემო მოსწავლეთა აქტივობისა მოტავაციისა და
სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა, როგორც სასწავლო
სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, მათ საკუთარი
შესაძლებლობების გაცნობიერებისა და განვითარებისათვის მეტი სტიმული მისვა.
9. როგორ იკვეთება პროექტში სასწავლო
დისციპლინების კავშირი და ინტეგრირება?
პროექტში ინტეგრირებულია სამი სასწავლო დისციპლინა - გერმანული ენა,
ფიზიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები. ეკოლოგიური საკითხების კვლევის პარალელურად
მოსწავლეებმა დახვეწეს გერმანული ენა, შეისწავლეს ჰაერის დაბინძურების
მიზეზ-შედეგობრიობა, აიღეს ტრანსპორტის გამონაბოლქვი გაზების სინჯები, ხოლო ქართულ
და გერმანულ ენაზე შესრულებული პროდუქტების შესაბამისად შექმნეს ბუკლეტები,
გაზეთები და საინფორმაციო ტექსტები. საგნობრივი ინტეგრირება ხელს უწყობს
მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და არსებული ინტერესების დაკმაყოფილებას.
10. საკმარისია თუ არა პროექტის
აქტივობებზე გათვლილი დრო შედეგების მისაღწევად?
პროექტის შინაარსიდან გამომდინარე
დაგეგმილი აქტივობების განხორციელების, ანალიზის, შეფასებისა და დასახული
შედეგების მისაღწევად საკმარისად მიგვაჩნია სამი თვე;
11. პროექტზე მუშაობისას რისთვის
უნდა მიმექცია მეტი ყურადღება და რა გავითვალისწინო მომავალში?
პროექტით ჩატარებული
აქტივობების ანალიზისა და თვითშეფასების საფუძველზე დავასკვენით, რომ :
Ø
მოსწავლეთა
მიერ სასურველი აქტივობის ასარჩევად უფრო მეტი ალტერნატივა უნდა
გაგვეთვალისწინებინა;
Ø
ყოველი
აქტივობის ბოლოს მეტი ყურადრება უნდა დაგვეთმო მოსწავლეთა მიერ საკუთარი ქცევის
რეფლექსიის პროცესისათვის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პიროვნული
თვითგანვითარების,თვითშეფასებისა და კრიტიკული ანალიზის უნარების
განვითარებისათვის;
Ø
განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიგვექცია ჯგუფურ მუშაობაში არსებული პრობლემების
კვლევასა და დაძლევის მექანიზმებზე;
Ø
მოსწავლეთა
გააქტიურებისათვის ასევე მეტად მნიშვნელოვანი იყო ფოკუს-ჯგუფებში მუშაობა, ამ
მხრივ მეტი ყურადრება უნდა მიგვექცია ჯგუფებში დისკუსიიის პროცესების წარმართვაზე;
12. გათვალიაწინებულია თუ არა
მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიები და რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა
შესაძლებლობებს?
პროექტში მოსწავლეებთან მუშაობისას გამოვიყენეთ
საჭიროებების განსაზღვრის ტესტები, მიზნების დასახვისა და იდეების გენერირების
ფორმები, პროგრესის მონიტორინგის ტესტები, უკუკავშირის უზრუნველყოფისათვის
რეფლექსია, თვითშეფასების და შეფასების, კრიტიკული აზროვნების და საგაკვეთილო
პროცესებში მოსწავლეთა მონაწილეობის შეფასების რუბრიკები,
ინსტრუქციები წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერები, დაკვირვების
დღიურები, სამუშაოების ჩამონათვალის ჩეკლისტები, ანკეტა-გამოკითხვები და შეფასების
სხვადასხვა რუბრიკები. პრეზენტაციები, წერილობით დოკუმენტები, ან ეტაპობრივი
შეფასებები,მუშაობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალა, დაკვირვების ჩანაწერები და
სხვა. პროექტის მონაწილეები თავად ღებულობდნენ მონაწილეობას შეფასების და თვითშეფასების
ფორმების შემუშავებაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კრიტერიუმების
შესაბამისად.
13. გათვალისწინებულია თუ არა
პროექტის განხორციელების რისკები და ხარვეზების თავიდან აცილების სტრატეგია?
პროექტის განხორციელებისას რისკებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად
ყურადღება მიექცა:
ü
მოსწავლეთა ინტერესებს,ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, უნარებს და ამ მხრივ არსებულ პრობლემებს;
ü
პროექტის აქტივობის დაგეგმვას, ჩატარებას და შეფასებას მოსწავლეთა მიერ ურთიერთთანამშრომლობით;
ü
ფოკუს-ჯგუფების შექმნას სურვილისა და ინტერესების მიხედვით;
ü
ყოველი აქტივობის ბოლოს რეფლექსიას, კრიტიკულ ანალიზსა დათვითშეფასებას;
ü
შესაფერის პედაგოგიურ გარემოს, მოქმედების ალტერნატივების შექმნასა და აქტივობის თავისუფალ არჩევანს.
14, რამდენად ლოგიკურადაა აგებული
პროექტი?
ჩვენი აზრით, პროექტის ყოველი
აქტივობა ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია და ერთმანეთის თანამიმდევრული
გაგრძელებაა. დაწყებული ინფორმაციის კვლევიდან დამთავრებული შეჯამებით პროექტის
ყოველი აქტივობა თემასთან დაკავშირეებული ცოდნის გაღმავებასა და განმტკიცებას
ემსახურება.
15. რა იყო პროექტში ყველაზე მეტად
ღირებული შედეგები ?
პროექტში უშუალოდ ჩართული იყო მე-9-10-11 კლასების 50 მოსწავლე, ხოლო
სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობდა 100 -მდე მოსწავლე. პროექტის შედეგად ამაღლდა
პროექტის მონაწილე მოსწავლეთა ეროვნული თვითშეგნებისა და პატრიოტიზმის გრძნობა,
საკუთარი ქალაქის ისტორიისა და კულტურისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას და მათ
პიროვნულ-მოქალაქეობრივ სრულყოფას. განსაკუთრებით შედეგიანი პროექტის მსვლელობაში
აღმოჩნდა ეკოვიჟენის ფესტივალში მონაწილეობა და საერთაშორისო კონკურსში „Umwelt macht die
Schule“ გამარჯვება, ვიზიტი გარემოს დაცვის სამინისტროში, შეხვედრა გერმანელ პროფესორ
ზიგფრიდ კრაინერთან, პრეზენტაციებზე მუშაობა. ამ აქტივობების საშუალებით
პროექტის მონაწილეებმა შექმნეს საკმაოდ ღირებული პროდუქტები, როგორიცაა:
პროექტის ბუკლეტი, გაზეთის სტატია, საინფორმაციო კოლაჟები, პრეზენტაციები,
რეფერატები, პროექტის აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელთა
გამოყენება სასწავლო პროცესში საკმაოდ შედეგიანია..
0 коммент.