გაკვეთილის გეგმა

июля 02, 2017


გაკვეთილის  მთავარი თემა
ექსტრემალური სპორტი, ადრენალინი, რისკი
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური/ მე-10 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე გამოიმუშავებს
  • მოსმენისა და ლაპარაკის რეცეფტულ უნარ-ჩვევებს,
  • ამოიცნობს ეკრანზე გაშვებული ვიდეო-ფილმისა და მოგვიანებით ტექსტში მონიშნულ იმპლიციტურ ინფორმაციას (ჩვენს შემთხვევაში ნახავს ვიდეომასალას სპორტული შეჯიბრებების შესახებ, მოახდენს შედარებას საქართველოში გავრცელებული ძველი და ახალი ექსტრემალური სპორტის სახეობების შესახებ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს თანაკლასელებს ინტერაქციული ჯგუფური მუშაობის დროს,
  • შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს, რომლის წაკითხვა სურს აუდიტორიის წინაშე, გაიღრმავებს ლექსიკურ მარაგს, დაიხმარს ტერმინოლოგიის დაზუსტების პროცესში ინგლისური ენის ცოდნას.
  • პარალელურად გაიხსენებს ბიოლოგიაში და ქიმიაში განვლილ მასალას, ისაუბრებს ვარჯიშისა და მოძრაობის დროს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე წვის პროცესებზე და დაფაზე წერს ჰაერის შემადგენლობას, ჟანგბადის შემცველობას და ა.შ.



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები
  • იმსჯელებენ გერმანიაში გავრცელებული ძველი და ახალი ექსტრემალური სპორტის სახეობებისა და სპორტული ღონისძიებების შესახებ, სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებენ საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას, აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს რაში გამოიყენება და სხვა);
  • მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებ-თან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
  • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას, აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად მიმართავს ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხს (სემანტიკურ რუკას, სქემატურ ჩანაწერებს, ტაბულას, გრაფიკს, მონაცემთა ბაზას და სხვა), ავლენს ლოგიკურ კავშირებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილებს შორის;
  • გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
  • გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულაციას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
  • გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.
  • იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას
  • შეადარებს ინფორმაციული თვალსაზრისით გერმანული და ქართული სპორტის ისტორიას, პირობებს, განვითარების ეტაპებს;
  • არგუმენტირებულად დაასაბუთებს იმ ნაკლოვანებებს, რაც სპორტის განვითარებას საფრთხეს უქმნის საქართველოში;
  • იმსჯელებს იმ ბიო-ქიმიურ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ვარჯიშის დროს ორგანიზმში;
  • ისაუბრებს პერსპექტივებზე და გაგვიზიარებს პრობლემების გადაჭრის მისეულ ხედვას.

წინასწარი ცოდნა

გერმანული ენის შესწავლა სკოლაში მე-2 კლასიდან იწყება. საგნის ჯეროვან დონეზე ათვისების წინაპირობა არის დაწყებით კლასებში მიღებული საბაზო ცოდნა და გერმანული ენის გაკვეთილების კვირეული დატვირთვა
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  შეფასდებიან  წინასწარ  შემუშავებული  შეფასების რუბრიკით (განმსაზღვრელი, განმავითარებელი)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

DSD - პროგრამით გათვალისწინებული სახელმძღვანელო სამუშაო წიგნით, ცარცი, დაფა, პროექტორი, ლეპტოპი, ხმის გამაძლიერებელი, კომპიუტერული პროგრამა MS Word, PowerPoint, Windous Media Player



გაკვეთილის მსვლელობა
A,  ფაზა [გამოწვევა]  -  8 წთ

აქტივობა  1. კლასის  ორგანიზება 2 წთ.
აქტივობა  2.  წინა  გაკვეთილის გამოკითხვა , დავალების  შემოწმება - 10წთ
აქტივობა  3.გონებრივი  იერიში  [ინტერესის  გამოწვევა]
  1. რა  იცით ძველი და ახალი ექსტრემალური სპორტის სახეობების შესახებ?

B . ფაზა  ---[შინაარსის  კონსტრუირება]---25  ან  30  წთ

1.გაკვეთილის შესავალ ნაწილში  მოსწავლეებს ვამზადებ თემის გასაცნობად და გავაცნობ ტერმინოლოგიას რაც საშუალებას მისცემთ იმსჯელონ  მოცემულ ძირითად საკითხებზე. გავაცნობ ძველი და ახალი ექსტრემალური სპორტის სახელწოდებებს, ვიმსჯელებთ სპორტის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, ნაწილობრივ მოკლედ გავიხსენებთ იმ ბიო-ქიმიურ პროცესებს, რაც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს აქტიური მოძრაობის დროს.
ვაკითხებ ტექსტებს კომენტირებით, ვთხოვ ბავშვებს ყურადღებით დაუკვირდნენ რომელ ტექსტს, რა სპორტის სახეობა ესადაგება. პრაგმატულ-ფუნქციური დიდაქტიკის მეთოდური კონცეფცია მოითხოვს სწავლის პროცესი ორიენტირებული იყოს შინაარსზე. აღნიშნული სტრატეგია საშუალებას მისცემთ მოსწავლეებს სხარტად გაართვან  თავი აღნიშნულ ამოცანას.მუშაობა მიმდინარეობს ჯგუფებში მოსწავლეებს ვაკითხებ ტექსტს, ვამუშავებ წყვილებში. ისინი კითხულობენ დანიშნულ დროში ტექსტებს და იწერენ უცხო სიტყვებს, რასაც მოყვება გერმანულ ენაზე განმარტება და გრამატიკული კონსტრუქციის საჭიროების ჩვენება. ამის შემდეგ გადავდივარ ახალი მასალის განმტკიცებაზე კითხვების საშუალებით. ვაყურებინებ 5 წთ-იან პრეზენტაციას, რაც ახალი მასალის განმტკიცებას შეუწყობს ხელს, მოგვიანებით ვეკითხები: ხომ არაფერი დარჩა გაუგებარი?

C.  ფაზა _[რეფლექსია] -- დარჩენილ დროს  დავუთმობ
რა  გაიგეს,  როგორ გაიგეს,  ვაწყვილებ ჯგუფებში და ვაძლევ საშინაო  დავალებას - 2წთ.
ხმამაღლა ვმსჯელობთ რომელი ჯგუფი,  სპორტის რომელ სახეობაზე იმუშავებს, გააკეთებს პრეზენტაციას და ვინ გაუწევს ოპონირებას. არგუმენტირებული მსჯელობის დროს მივცემ მოკლე სქემას, როგორი სისტემით წავიყვანთ თემის გამოკითხვას. (შეიძლება სიმულაციაც გავითამაშოთ) სპონტანურ პასუხებს ვინიშნავ და ვაკვირდები მომდევნო მეცადინეობაზე, რამდენად მიზანთან ახლოს ვართ. გაკვეთილის ბოლოს მოცემულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებს დავურიგებ შეფასების თუ რა იცოდნენ, რა ისწავლეს და გაიგეს და რისი გაგება სურთ. (2 წთ)

უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
  • მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
  • აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
  • ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;


უცხ.ს.IV.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
  • აღქმა-დამახსოვრების ხელშესაწყობად მიმართავს ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა ხერხს (სემანტიკურ რუკას, სქემატურ ჩანაწერებს, ტაბულას, გრაფიკს, მონაცემთა ბაზას და სხვა), ავლენს ლოგიკურ კავშირებს ინფორმაციის სხვადასხვა ნაწილებს შორის;
  • სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ახარისხებს/აჯგუფებს მოპოვებულ ინფორმაციას.

  • უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა).

  • გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულაციას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
  • გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.

  • ასახელებს გერმანიის ფედერაციულ მიწებზე გავრცელებულ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს, მსჯელობს კლასიკურ სპორტულ სახეობებზე, არგუმენტირებულად ასაბუთებს ქართველი სპორტსმენების ფეხბურთში წარუმატებლობის მიზეზებს);

უცხ.ს.IV.20. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
  • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ., მიმიკას, ჟესტიკულაციას, პერიფრაზირებას, აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს რაში გამოიყენება და სხვა);
  • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენებზე მიღებულ გამოცდილებას;

უცხ.ს.IV.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
  • იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
  • იყენებს ხშირად გამოყენებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს;
  • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებს, მყარ შესიტყვებებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს);

უცხ.ს.IV.11. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
  • იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა;
  • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (მაგ., ილუსტრაციები, ნაცნობი ფუძე, კონტექსტი, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები და სხვა);


https://docs.google.com/presentation/d/1WosopI2cbm6a1QESdbTPuY2Y_qEaLb9x3ZNYqfzU4Fk/edit#slide=id.p3


You Might Also Like

0 коммент.