ვიზიტი ტექნიკურ უნივერსიტეტში
июля 02, 2017
ინოვაცია ტექნიკურ
უნივერსიტეტში
უკაბელო გადამცემი აპარატის გამოგონებისა და გამოყენების შესახებ მოსწავლეებმა პირადად ავტორისგან შეიტყვეს. პროფ. ზაალ აზმაიფარაშვილი და ჩვენი სკოლის მოსწავლეები: დ. ნინოშვილი
და მ. ზაქარიაძე
საქართველოსტექნიკურ უნივერსიტეტში - ინფორმატიკისა
და მარტვის სისტემების ფაკულტეტზე, მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტში
შექმნილია ელექტროენერგიის უსადენოდ გადაცემის სისტემის რამოდენიმე მოდიფიკაცია.ის
პრინციპი რომელიც ჩადებულია შექმნილ სისტემაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობების უსადენოდ
კვებისათვის, აკუმულატორების უსადენოდ დამუხტვისათვის, ნათურების უსადენოდ განათებისათვის და ა.შ.
ჩვენ განსაკუთრებულად დაგვაინტერესა ელექტროავტომობილების
უსადენოდ დამუხტვის პრინციპმა, რადგან ვმუშაობთ პროექტზე ,,ეკო-ავტომობილები, ელექტროავტომობილები
თბილისში“.
შევთანხმდით უახლოეს დღეებში
წარმოვადგინოთ ამ პროექტის პრეზენტაცია:
პრეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან:
1)
ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროფ. ზ. აზმაიფარაშვილი (წარმოდგენილი იქნება უსადენოდ
გადამცემი აპარატით, რამდენიმე ექსპერიმენტი)
2)
სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოდან იმ დღისთვის გამოგვიგზავნიან 3 ელექტრომობილს , ბ-ნ შალვა ობგაიძე -საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის
ფედერაციის პრეზიდენტი გაგვაცნობს ამ ავტომობილების გამოყანების მიზანშეწონილობის შესახებ
3)
ნორჩი გამომგონებელი- თ .ჩიჩუა. რომელიც
ის NASA-ს პარტნიორი კომპანიის Space X-ის
რჩეული გახდა.
ჩვენ უკვე გვაქვს მასალები
გარემოს დაცვის სააგენტოდან ჰაერის დაბინძურებისა და ავტომობილების გამონაბოლქვის შესახებ.
იხ.
1)
პროექტი ,,ეკოავტომობილები“
2) ფოტოები ზ. აზმაიფარაშვილთან სტუმრობისას
0 коммент.