კონკურსები

июля 08, 2017

1.   თბილისის გოეთეს ინსტიტუტი

აღმოსავლეთ   პარტნიორობა



კონკურსი საუკეთესო პროექტი 2017  "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის"
სკოლა:    გურამ  რამიშვილის  სახელობის  თბილისის  N20 საჯარო სკოლა
მასწავლებლები: ნანა მესხი (გერმანული ენა), თამარ ხუჭუა (ფიზიკა)
პროექტის დასახელება:  ელექტოავტომობილი - ალტერნატივა ჩემი ქალაქისთვის
ვადები: პროექტი თანდართული მასალებით წარდგენილია 2017 წლის კონკურსში მონაწილეობისათვის         01/12/2016
რესურსები:  (პრეზენტაცია, ონლაინ-რეგისტრაცია, კონფერენციის მასალები, ფოტოები, კვლევის შედეგები ცხრილებში, ვიზიტი გარემოს დაცვის სამინისტროში, მდგრადი განვითარების საგზაო დეპარტამენტში, ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში და ა.შ.)
2017 წლის 9 სექტემბერს გოეთეს  ინსტიტუტისა და ვენის აგრარული და გარემოს დაცვის პედაგოგიკის უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივპროექტის ფარგლებში "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის" გამოცხადდა კონკური.
პროექტში  მონაწილეობენ  საბუნნებისმეტყველო საგნებისა და გერმანული ენის მასწავლებლები,  სკოლის დირექტორებ, რომლებმაც მზაობა  გამოთქვეს, სკოლებში   სხვადასხვა  ღონისძიებების  ჩასატარებლად, მათ შორის მოგვცეს ენისა და  საგნის ინტეგრირებული  სწავლების ექსპერიმენტის ჩატარების  შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში სკოლების მიერ ჩატარებული ღონისძიებები შეგიძლიათ  იხილოთ  ვებ-გვერდზე.
პროექტის "გავერთიანდეთ  მდგრადი  მომავლისათვის" წარმატებაზე  ის ფაქტიც მიგვანიშნებს, რომ 2016 წლის ნოემბრამდე ამიერკავკასიის სკოლებში 50 ახალი პროექტი განხორციელდა.
მონაწილეობა მივიღეთ გოეთეს ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაში, რომლის მიზანიგერმანული ენისა და სხვა საგნების მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობა, რომ შექმნადა დანერგონ .. კლილის (სხვადასხვა დისციპლინი სინტეგრირებული სწავლება, აქცენტით მწვანე პედაგოგიკაზე, ასევე, პრაქტიკული ჩართულობა და დასავლური ტიპის სხვა აქტივობები) ახალი მიდგომები, რაც სკოლის ყოველდღიურ განრიგში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების შეტანას მოიცავს. ეს გარდამტეხი მიდგომაა უცხო ენის თანამედროვე სწავლებაში. გავეცანით სახელმძღვანელოს, რაც მასწავლებლებისთვის მოიცავს სასწავლო პრინციპებს, ძირითად მეთოდებსა და ნოვაციურ იდეებს, რომ მდგრადი განვითარებისთვის იზრუნონ.
სასკოლო პროექტების თემატიკა:
ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ჯანმრთელი კვება, ფლორა და ფაუნა, ენერგეტიკა, დამატებითი ენერგეტიკული რესურსები ჩვენი მომავლისთვის და ა.შ.



2.   კონკურსები და ღონისძიებები
მოსწავლეების გააქტიურება მასწავლებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - და ზოგჯერ ურთულესი - ამოცანაა. ამიტომაც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი კულტურული ღონისძიებებისა და კონკურსების ვრცელ ჩამონათვალს გთავაზობთ, რომელიც თქვენი მოსწავლეების მოტივირებაში უნდა დაგეხმაროთ, რათა გერმანულის შესწავლამ მათ სიამოვნება და სიხარული მიანიჭოს.   
ეკოლოგია და სკოლა



გოეთეს ინსტიტუტი უკვე მესამედ აცხადებს ევროპისა და ცენტრალური აზიის 
რეგიონის მოსწავლეთა კონკურსს   „გარემოს დაცის სკოლისპროექტის ფარგლებში
პროექტის საუკეთესო ჯგუფები მიწვეულნი იქნებიან მე-3 საერთაშორისო 
ახალგაზრდულ ეკოლოგიურ კონფერენციაზე საკუთარი პროექტების გერმანულ ენაზე 
წარსადგენად. პროექტების შემოტანა მიმდინარეობს 2016 წლის 1 ნოემბრამდე.
სკოლა:    გურამ  რამიშვილის  სახელობის,   თბილისის  N20 საჯარო სკოლა

მასწავლებლები: ნანა მესხი (გერმანული ენა)., თამარ ხუჭუა (ფიზიკა)

You Might Also Like

0 коммент.