მოსწავლეთა ნამუშევრები
июня 29, 2017
ენერგოეფექტურობის ფესტივალი
|
11.11.2016
თბილისის მე-20 საჯარო სკოლის ეკო-
კლუბი ღირსეულად წარსდგა ენერგოეფექტურობის ფესტივალზე, რომელიც საერთაშორისო სასკოლო პროექტის
SPARE ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის
„ეკოხედვა/EcoVision" ორგანიზებით გაიმართა.
საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფესტივალზე არასამთავრობო ორგანიზაციების,
უნივერსიტეტების, სკოლის მოსწავლეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ნამუშევრები,
გამოგონებები და საინფორმაციო მასალები იყო წარმოდგენილი.
ჩვენ გვქონდა საკუთარი სტენდი,
სადაც საზოგადებას გავაცანით თუ როგორ მუშაობს
ჩვენი სკოლის ეკო-კლუბი კლიმატის ცვლილების და ენერგოეფექტურობის საკითხებზე.
სულ ახლახანს, მონაწილეობა მივიღეთ გოეთეს ინსტიტუტის მიერ, III საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენციისთვის გამოცხადებულ კონკურსში ,,სკოლა ეკოლოგიისთვის“ . მოვამზადეთ და გერმანიაში გავაგზავნეთ პროექტი ,,ელექტროავტომობილები საქართველოსთვის“.
( პროექტის ხელ-ი მასწ-ები:თ.ხუჭუა და ნ.
მესხი).
ფესტივალზე
ვიზუალურად წარმოდგენილი გვქონდა ელექტროავტომობილი.ინტერესი ძალიან დიდი იყო. ეკო-კლუბის წევრები :რატი ფეიქრიშვილი,
გვანცა მახარაძე, ნიცა ხურცილავა, დაჩი ჩიხაშვილი, ნია ბენიძე , ლიზი
ხუტაშვილი დაუღალავად აძლევდნენ
ინფორაციას ჩვენს თანამოქალაქეებს ასეთი
ტიპის ავტომობილების მნიშვნელობის და უპირატესობის შესახებ.
გაიმართა ვიქტორინა,სადაც ისევე როგორც
გასულ წელს გამარჯვებული ჩვენი სკოლის
მე-9 კლასელი ლიზი შენგელია გახდა.
მან საჩუქრები: მზის დამტენით ,ბინოკლი
,ტემპ-ის საზომი სკოლის ეკო-კლუბს გადასცა.ვულოცავთ ლიზის ამ წარმატებას.
დიდი მადლობა ბ-ნ ზურა სადაღაშვილს მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.
Projekt: Elektroauto – eine Alternative für meine
Stadt!
|
|
Guram Ramishvili
N20 öffentliche Schule Tbilisi
|
Ziel unseres Projektes besteht darin,
den Schülern zur eigenverantwortlichen Mitgestaltung von natürlicher Umwelt zu
erziehen und
bei kommenden Generationen mehr Umweltbewusstsein aufzubauen. Damit
sie motiviert und befähigt werden, heute und in der Zukunft eigenverantwortlich
und konsequent einen Beitrag zum Umweltschutz zu leisten.
Wir
haben das Projekt mit Sammeln von Stichwörtern zum Thema „Elektromobilität – eine Alternative für meine
Stadt“ angefangen, Information über unsere Schulumgebung erforscht und
mikrobiologische und chemische Analysen der Luft-und Wasserqualität
durchgeführt, gefährliche Substanzen in der Luft- und Wasser identifiziert,
Analysenangaben gesammelt, bearbeitet und alternative Energie- und
Wasserressourcen in Georgien recherchiert.
Mithilfe
von Präsentationen und statistischen Daten erarbeiteten die Schüler gemeinsam
mit Physik- und Deutschlehrerinen verschiedene Gründe der Luft- und
Wasserverschmutzung in der Schulumgebung:
Ø Die in den letzten
Jahrzehnten angestiegene Zahl der Verkehrsmittel, Verbrennung des Mülls (In
Georgien wurde der Haushalts-Müll nicht getrennt und sortiert), für neue
Strassen- und Wohnungsbauten opfernde Bäume und Naturparks, Industriellärm und
immer mehr stegende Staubmenge in der Luft verursachen Umweltkatastrophe.
Ø Verkehr in
Georgien jährlich etwa 40 Prozent der Kohlendioxid und andere giftige
Gas-Emissionen (CO2) verursacht und trägt somit erheblich zum Treibhauseffekt
bei.
Ø Trotz der
Benzinpreisen werden an der Grenze über die Türkei täglich 100 PKWs nach
Georgien importiert und verkauft. Diese Autos sind mittlerweile gebraucht und
veraltet und dementsprechend energieintensivverbraucher, meisten von ihnen ohne
Abgasefilter und ohne„Certificate of Conformity“
(EWG-Übereinstimmungsbescheinigung), dass das Auto bestimmten international
geltenden Normen entspricht. Auch sollten die COC-Papiere eine Angabe über die
in Europa übliche Schadstoffklassifizierung enthalten.
Ø Nach den Angaben der neuesten
mikrobiologischen Studien gehört unsere Schule wegen der Luftverschmutzung und
der möglichen Infektionen zu einer Gefahrzone. Die Bevölkerung der
Schulumgebung wurde mangelhaft darüber informiert. Die verschmutze Luft und Trinkwasser
schadet uns allen; insbesondere aber den Kindern.
Ø Wenn man auf den
Fernseheturm steigt und am Nachmittag über die Altstadtschaut, entdeckt man
über unser Schulgebäude schwemmende Abgasenwolken.
Im Deutschunterricht bearbeiteten wir
Aufgaben zum Hör- und Sehverstehen zum Thema „Elektromobilität in den
EU-Ländern”. Das hohe inhaltliche und sprachliche Niveau der Texte stellte im
Hinblick auf das Leseverstehen eine Herausforderung dar, die von den hoch
motivierten und interessierten Schülerinnen und Schülern jedoch gut gemeistert
wurde. Zum Thema “Verkehrsmittel” organisierten wir eine Fishbowl-Diskussion,
zu deren Vorbereitung die Schüler sich Argumente für und gegen ein Verbot
überlegten, welche sie dann in der Diskussion vorbrachten. Zum Abschluss des
Projektes hatten wir an der Ausstellung Ecovision unser Elektroauto vorgestellt
und Eco-Wiktorina gewonnen.
Dieses Projekt hat vielfältiges Interesse bei Schülern geweckt und was
wichtig sei,
Ø es verlief mit
Hilfe vier Schulfächer: Physik, Chemie, Mathematische Statistik, Grafiken und
Deutsch. Zusammenhang zwischen oben genannten Fächern ist scheinbar und dient
für Wissensvermittlung der naturwissenschaftlichen Fächern.
Ø Mit diesem Projekt
haben wir vielfältige Möglichkeiten der Rettung unserer Umwelt und praktische
Ergebnisse erforscht. Es wurde Lehrer-Schüler-Beziehungen verfeint und
Zusammenarbeit fortgesetzt. Arbeitswelt war friedlich und gewinnbringend.
Ø Da erschien die
Hoffnung, dass wir - Jugendliche von der Erde geerbte Naturressourcen bewahren
und globale Projekte verwirklichen können. Unser Heimatland Georgien wird in
einer der ökologisch sauberen Land der Welt verwandelt.
Ø Nach langen Versuche stellen Schülerinnen
und Schüler fest, dass unser Land die alternativen Energiereccoursen hat, auf
Benzinfunktionierte Verkehr durch Elektromobile umzusetzen und damit Flora und
Fauna sauber behalten.
Nana Meskhi (Deutschlehrerin)
Tamar Khuchua (Plhysiklehrerin)
Guram
Ramishvili N20. Öffentliche Schule Tbilissi
Jambulistrasse
5, 0103 Tbilisi
E-Mail: nanafrend@yahoo.de
საქართველო
ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე, შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაა. მსოფლიოს არცერთ
მხარეს არ აქვს
ისეთი მდიდარი ფლორა და ფაუნა - არსად მოიძებნება ისეთი მრავალფეროვანი რელიეფი, რომელსაც
ამ პატარა ქვეყანაში ვერ აღმოაჩენს ადამიანის
თვალი. შავი ზღვის სანაპირო, კავკასიონის თოვლიანი მთები, ნახევარუდაბნოები, ალპურ
ზონაში მოქცეული მყინვარწვერი, მთის ფერდობზე მოლივლივე ჩანჩქერები.
2010 წლიდან ჩვენი ქალაქი ბუნებრივი რესურსების მიუხედავად გარემოს დაბინძურების
ხარისხით კატასტროფის წინაშეა!
უკანასკნელ
წლებში მკვეთრად მომატებულმა ავტომობილების რიცხვმა, დამწვარმა ნაგავმა (საქართველოში
ნაგვის დაფასოება არ ხდება), ახალი ქუჩებისა და კორპუსების მშენებლობის გამო გაჩეხილმა
ხეებმა და ტყე-პარკების განადგურებამ, ინდუსტრიული ხმაურით და მტვრის ემისიით გამოწვეულმა
ჰაერის დაბინძურებამ გარემო კატასტროფამდე მიიყვანა.
ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? - რა თქმა უნდა ჩვენ ადამიანები.
დაბინძურებული
ჰაერი და სასმელი წყალი ჩვენი ჯანმრთელობისათვის მავნეა. დროა გავერთიანდეთ სკოლა და
მოსწავლეები და ვიზრუნოთ ჯანმრთელი მომავლისთვის.
საკვლევი პრობლემა: საერთაშორისო
პროექტების კონკურსში „გარემო და სკოლა“ მონაწილეობის იდეა ფიზიკის მასწავლებელ - ქალბატონ
თამარ ხუჭუას ეკუთვნის, რომელმაც „თერმულ ძრავებზე“ ჩატარებული გაკვეთილის მსვლელობისას და ფიზიკის
სახელმძღვანელოში განთავსებული სტატისტიკური მონაცემების შესწავლისას გადაწყვიტა მოსწავლეებთან ერთად განეხორციელებინა სასწავლო პროექტი
„გარემო და სკოლა“, სადაც ბავშვები თავად შემოგვთავაზებდნენ გარემოს გადარჩენის მათეულ
ხედვას, იპოვიდნენ ალტერნატიულ გზებს და დეტალურად
შეისწავლიდნენ ტრანსპორტის მოძრაობის გამო ჰაერში ნახშირორჟანგისა და სხვა მავნე გაზების
შემცველობით გამოწვეულ დაბინძურების ხარისხს.
ფიზიკის სახელმძღვანელოში
მოცემული სტატისტიკური მონაცემების თანახმად
ყოველწლიურად საქართველოში 40%-ით მატულობს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ნახშირორჟანგისა და სხვა მავნე გაზების
ემისიის მიზეზით ჰაერის დაბინძურება. მიუხედავად
ბენზინის მაღალი ფასებისა თურქეთის საზღვარზე ყოველდღიურად 100 მსუბუქი მანქანა შემოდის
და იყიდება. ეს ავტომობილები ჩამოწერილია, დაძველებული, შესაბამისად საწვავის დიდი
რაოდენობის მომხმარებელი. მათ არ ახლავთ გამონაბოლქვი გაზების ფილტრი, არც გარემოს
დაბინძურების საერთაშორისო სერტიფიკატი, სადაც ჰაერის დაბინძურების კოეფიციენტი არის
მითითებული.
თანამედროვე
მიკრობიოლოგიური კვლევების საფუძველზე ჩვენი სკოლა ჰაერის დაბინძურებისა და შესაძლო
ინფექციების გავრცელების აქტიურ ზონაში მდებარეობს. სკოლის გარშემო დასახლებული მოსახლეობა
ნაკლებად ინფორმირებულია ამის შესახებ. დაბინძურებული ჰაერი და სასმელი წყალი ჩვენს
ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობა რისკის ქვეშაა.
როცა ფუნიკლიორზე
ნაშუადღევს მოხვდებით და ძველ თბილისს გადახედავთ, შეამჩნევთ ჩვენი სკოლის შენობის
თავზე შეგროვილ გამონაბოლქვი აირების ნაცრისფერ ღრუბელს.
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანს
წარმოადგენს სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კვლევა, დაბინძურებული ჰაერისა და სასმელი
წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევა, ადამიანის არსებობისთვის საჭირო ამ ორივე
საარსებო კომპონენტში შხამიანი მინარევების აღმოჩენა, მოძიებული მასალის შედარებითი
სტატისტიკური ანალიზი, საქართველოში არსებული
ალტერნატიული ენერგიისა და წყლის რესურსების მოძიება და შესწავლა დევიზით: „ჩვენ შეგვიძლია
გარემოს გადარჩენა!“
აღნიშნული პროექტის
მიზანია - ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში და ადგილობრივ თემში. პირველ
რიგში, მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა, რისთვისაც გამოვიყენეთ სტრატეგია:
„ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე”. გაირკვა რისი გაგება სურდათ მოსწავლეებს გარემოს დაბინძურების
შესახებ.
აქტივობები:
1. ინფორმაციის
მოძიება და დახარისხება;
2. ლოკალურ
გარემოზე დაკვირვება და აღწერა;
3. ფოტოსურათების
გადაღება და ინტერვიუების ჩაწერა;
4. კითხვარის
საშუალებით სოფლის მოსახლეობის გამოკითხვა;
5.პრობლემის
დანახვა და გადაჭრის გზების ძიება;
6.გამოფენის
მოწყობა;
7.პროექტის
პრეზენტაცია.
გამოვიყენეთ
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ზოგადი კითხვა – რას ფიქრობს ხალხი? თემატური
კითხვები: რატომ იწვევს გარემოს დაბინძურება დაავადებებს? თქვენი აზრით, რით შეიძლება
შევამციროთ ჰაერის დაბინძურება? თქვენი აზრით, რით შეიძლება მოხდეს მდინარის წყლის
დაბინძურება? რატომ არის ჩვენი ქუჩები დაბინძურებული, მაშინ როდესაც ქუჩაში დგას სანაგვე
ურნები? შინაარსობრივი კითხვები: რა არის გარემო? იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები
გარემოს დაბინძურებას? იწვევს თუ არა ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნაგავი?
რით ბინძურდება გარემო?
მოსწავლეებმა
იმუშავეს ოთხი მიმართულებით.
პირველმა ჯგუფმა
იმუშავა ჰაერის დაბინძურებაზე,
მეორემ – წყლის
დაბინძურებაზე,
მესამემ – ნიადაგების
დაბინძურებაზე და
მეოთხემ – საყოფაცხოვრებო
ნაგვით დაბინძურებაზე.
პროექტის მოკლე აღწერა
აღნიშნულ პროექტზე
მუშაობამ მოსწავლეებში გააღვიძა კვლევისა და გარემოს დაბინძურების საკითხისადმი დიდი
ინტერესი. პროექტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აგრეთვე სასწავლო საგნების მრავალფეროვნებით:
ფიზიკა, ქიმია, მათემატიკური სტატისტიკა, გერმანული. ამ საგნებს შორის კავშირი ნათელია
და ემსახურება ზუსტი საბუნებისმეტყველო საგნების სიღრმისეულ შესწავლას. პროექტის საშუალებით
გარკვეული წვლილი შევიტანეთ გარემოს გადარჩენის საქმეში, ჩავატარეთ მთელი რიგი კვლევა
და პრაქტიკულად დავიანგარიშეთ საფრთხეები. დაიხვეწა მასწავლებელი-მოსწავლის ურთიერთობა
და ერთობლივი კვლევა. გაჩნდა იმედი, რომ ჩვენს ახალგაზრდებს შეუძლიათ ბუნებრივი რესურსების
გაფრთხილება და გლობალურ პროექტებზე მუშაობა. ისინი შეეცდებიან საქართველო გადავაქციონ
მსოფლიოს ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანად.
დადეგმილი აქტოვობები
1.
სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის წევრები არიან ფიზიკის
და გერმანულის მასწავლებლები და მოსწავლეთა ჯგუფი; სკოლის გარშემო ტერიტორიის შესწავლა,
ჰაერისა და სასმელი წყლის ხარისხის შეფასება
2.
ვიზიტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროში;
3.
გამონაბოქვი აირისა სასმელი წყლის ნიმუშების აღება
(სკოლის ონკანიდან)
4.
ქიმიური ანალიზი, ნიმუშების ქრომატოგრაფიული კვლევა
ბიო-ქიმიურ ლაბორატორია „ექსპერტიზა+“-ში;
5.
ვიზიტი ტრანსპორტის დეპარტამენტში (Roads Department);
6.
კვლევის შედეგების ანალიზი;
7.
ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიება;
8.
ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრო-ფიზიკის
ლაბორატორიაში, შეხვედრა პროფ.დოქტ. აზმაიფარაშვილთან (ელექტროდამტენის გამომგონებელი);
9.
პანდორას ყუთის უკანასკნელი იმედი - ელექტროავტომობილი;
10.
დასკვნა
მოსწავლეები ცდილობენ პრაქტიკულ სასწავლო აქტივობაში მონაწილეობის გზით
გააცნობიერონ სუფთა გარემოს დანაგვიანების გამომწვევი მიზეზები და შეიმუშაონ რეკომენდაციები
სამომავლო ცვლილების შესახებ. ისინი დანაგვიანების წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფებს ქმნიან
და ერთად მუშაობენ, რათა დაადგინონ ამჟამად არსებული მდგომარეობა და წარმოადგინონ რეკომენდაციები
გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით. მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში; თითოეულ
ჯგუფს განსაზღვრული როლი ექნება, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრავენ როგორ უნდა შეუწყოს
ხელი მათმა როლმა სუფთა გარემოს შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაში. ამისათვის მოსწავლეები
ქმნიან ბროშურას თავიანთი როლის და იმ წვლილის შეტანისთვის, რაც ხელს შეუწყობს მათ
გარემოს დაბინძურების პრობლემის გაცნობიერებასა და გადაჭრაში. ყოველი გუნდის პრეზენტაციაში
წარმოდგენილი უნდა იყოს არსებული მდგომარეობა და პრობლემის შემცირების შესახებ გაცემული
რეკომენდაციები. მასწავლებელი აგროვებს რეკომენდაციებს; შემდეგ კი, ბროშურაში არსებულ
ინფორმაციას და პრეზენტაციას ერთად ათავსებს კლასის ვებ-გვერდზე.
0 коммент.