2016-2017 სასწავლო წელი
ნანა მესხი, გერმანული ენის პედაგოგი
1. ტრენინგი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო
პროცესში“ - 39 სთ-იანი ტრენინგკურსი., სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი“., სერტიფიკატი გაც. 19 ივლისს 2016 წელს, ტრენერი
ანა დარსია;
2. სასწავლო პროექტი: „ელექტროავტომობილი - ალტერნატივა საქართველოსთვის“., 2016
წელი, პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა 6 თვე., დოკუმენტაცია იხ. ვებ-გვერდზე https://meskhi-nana.blogspot.com/
3. საერთაშორისო სასკოლო პროექტის "SPARE" ფარგლებში ეკოვიჟენის ენერგოეფექტურობის ფესტივალშიმონაწილეობა არასამთავრობო ორგანი-ზაციის „ეკოხედვა/EcoVision" ორგანიზებით., ეკოვიქტორინაში
გამარჯვება., 2016 წლის 1 დეკემბერს;
4. 2016 წლის 1 დეკემბერს გოეთეს ინსტიტუტის მიერ, III საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენციის
ფარგლებში გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში ,,სკოლა ეკოლოგიისთვის“
მონაწილეობა და გამარჯვება., სერტიფიკატი;
5. ტრენინგი - „გერმანული ენის მეთოდიკა და დიდაქტიკა - ავთენტური მასალების
გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“., 18-22 ნოემბერი., სსიპ
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“., 25 საათიანი ტრენინგკურსი;
სერტიფიკატი;
6. ტრენინგი "ინტელის ძირითადი კურსი:
პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“.,
36 საკონტაქტო + 14 არასაკონტაქტო სთ-იანი ტრენინგკურსი., სსიპ „მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“., სერტიფიკატი., 17.03.2017წ.
7. პედაგოგიური კვლევა თემაზე: „ინტერაქციული
პედაგოგიკა - როლური თამაშები პიროვნების მრავალმხრივი
ჩამოყალიბებისთვის"., თანაავტორები პროფ.დოქტ.ზიგფრიდ კრაინერი და ჟურნალისტი
დოქტ.იოჰან ვაგნერი, კვლევის ხანგრძლივობა 4 წელი., ლექცია-სემინარები,
სერტიფიკატები;
8. ვებ-გვერდის https://meskhi-nana.blogspot.com/ შექმნა
და დიზაინი;
გთხოვთ შემიფასეთ ზემოაღნიშნული
აქტივობები.
პატივისცემით
ნანა მესხი
10.07.2017 წელი
https://drive.google.com/drive/my-drive
https://drive.google.com/drive/my-drive
ჩვენი ჯგუფი ყველაზე საპასუხისმგებლო
ამოცანის წინაშე აღმოჩნდა. „ეკოლოგების“, „ბიოლოგების“, „ქიმიკოსების“ მოძიებული მასალა
უნდა დაგვეხარისხებინა და პროექტის სარეკლამო პლაკატები და გზამკვლევები მოგვემზადებინა.
ჩვენს ჯგუფს უშუალოდ ქალბატონი ნანა მესხი ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი თაოსნობით
მოხდა აღნიშნული მასალის პირველად „ეკოვიზიონის“ ფესტივალზე პრეზენტაცია და საერთაშორისო
კონკურსისთვის გერმანულ ენაზე თარგმნა.
ღონისძიებები
11 ნოემბერი ენერგოდაზოგვის საერთაშორისო დღე
11 ნოემბერი 2016
11 ნოემბერს, ენერგოდაზოგვისსაერთაშორისოდღისაღსანიშნავად, თბილისში, განახლებულაღმაშენებელზე, ენერგოეფექტურობის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision” მიერ, საერთაშორისო სასკოლოპროექტის “SPARE” ფარგლებში.ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტებმა, სკოლებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც მუშაობენ კლიმატის ცვლილების და ენერგოეფექტურობის საკითხებზე. განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდნენ გურამ რამიშვილის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები,
რომლებმაც ფესტივალის სტუმრებს გააცნეს საკუთარი საქმიანობა,
წარმოადგინეს სხვადასხვა ენერგოეფექტური მოწყობილობები, გამოგონებები და საინფორმაციო მასალები, პოპულარიზაცია გაუწიეს ალტერნატიულენ ერგიის წყაროებს და მოიყვანეს ელექტროავტომობილი. ფესტივალის წამყვანმა სცენიდან მიაწოდა ინფორმაციას ტუმრებს ენერგოეფექტურობის ნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილებაზე. მოეწყოთემატური ვიდეორგოლების ჩვენება, ასევე გარემოს დაცვითი სიმღერების კარაოკე. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა თრეშ-არტის მასტერკლასები და ნარჩენებისგან ააწყვეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ფესტივალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ბავშვებისთვის
ჩატარდა ეკოვიქტორინები, რომლის გამარჯვებულებიც ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლიზა შენგელია გახდა და დაჯილდოვდა სხვადასხვა ენერგოეფექტური ტექნიკით.
1.
თბილისის გოეთეს ინსტიტუტი
აღმოსავლეთ
პარტნიორობა
კონკურსი საუკეთესო პროექტი 2017 "გავერთიანდეთ
მდგრადი მომავლისთვის"
სკოლა: გურამ
რამიშვილის სახელობის თბილისის
N20 საჯარო სკოლა
მასწავლებლები:
ნანა მესხი (გერმანული ენა), თამარ ხუჭუა (ფიზიკა)
პროექტის დასახელება: ელექტოავტომობილი
- ალტერნატივა ჩემი ქალაქისთვის
ვადები: პროექტი
თანდართული მასალებით წარდგენილია 2017 წლის კონკურსში მონაწილეობისათვის 01/12/2016
რესურსები: (პრეზენტაცია,
ონლაინ-რეგისტრაცია, კონფერენციის მასალები, ფოტოები, კვლევის შედეგები ცხრილებში,
ვიზიტი გარემოს დაცვის სამინისტროში, მდგრადი განვითარების საგზაო დეპარტამენტში, ტექნიკური
უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში და ა.შ.)
2017 წლის 9 სექტემბერს გოეთეს ინსტიტუტისა და ვენის აგრარული და გარემოს დაცვის პედაგოგიკის უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის" გამოცხადდა კონკური.
პროექტში მონაწილეობენ საბუნნებისმეტყველო საგნებისა
და გერმანული ენის მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს,
სკოლებში სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად,
მათ შორის მოგვცეს ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა.
პროექტის ფარგლებში სკოლების მიერ ჩატარებული ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე.
პროექტის "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის"
წარმატებაზე ის ფაქტიც მიგვანიშნებს, რომ 2016 წლის ნოემბრამდე ამიერკავკასიის სკოლებში 50 ახალი პროექტი განხორციელდა.
მონაწილეობა მივიღეთ გოეთეს
ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაში, რომლის მიზანია გერმანული ენისა და სხვა საგნების მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობა, რომ შექმნან და დანერგონ ე.წ. კლილის
(სხვადასხვა დისციპლინი სინტეგრირებული სწავლება, აქცენტით მწვანე პედაგოგიკაზე, ასევე, პრაქტიკული ჩართულობა და დასავლური ტიპის სხვა აქტივობები) ახალი მიდგომები,
რაც სკოლის ყოველდღიურ განრიგში შინაარსისა და ენის ინტეგრირებული სწავლების შეტანას მოიცავს. ეს გარდამტეხი მიდგომაა უცხო ენის თანამედროვე სწავლებაში.
გავეცანით სახელმძღვანელოს, რაც მასწავლებლებისთვის მოიცავს სასწავლო პრინციპებს, ძირითად მეთოდებსა და ნოვაციურ იდეებს,
რომ მდგრადი განვითარებისთვის იზრუნონ.
სასკოლო პროექტების
თემატიკა:
ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ჯანმრთელი კვება, ფლორა
და ფაუნა, ენერგეტიკა, დამატებითი ენერგეტიკული რესურსები ჩვენი მომავლისთვის და ა.შ.
2. კონკურსები და ღონისძიებები
მოსწავლეების გააქტიურება მასწავლებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - და ზოგჯერ ურთულესი - ამოცანაა. ამიტომაც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი კულტურული ღონისძიებებისა და კონკურსების ვრცელ ჩამონათვალს გთავაზობთ, რომელიც თქვენი მოსწავლეების მოტივირებაში უნდა დაგეხმაროთ, რათა გერმანულის შესწავლამ მათ სიამოვნება და სიხარული მიანიჭოს.
ეკოლოგია და სკოლა
გოეთეს ინსტიტუტი უკვე მესამედ აცხადებს ევროპისა და ცენტრალური აზიის
რეგიონის მოსწავლეთა კონკურსს „გარემოს დაცის სკოლის“ პროექტის ფარგლებში.
პროექტის საუკეთესო ჯგუფები მიწვეულნი იქნებიან მე-3 საერთაშორისო
ახალგაზრდულ ეკოლოგიურ კონფერენციაზე საკუთარი პროექტების გერმანულ ენაზე
წარსადგენად. პროექტების შემოტანა მიმდინარეობს 2016 წლის 1 ნოემბრამდე.
სკოლა: გურამ რამიშვილის
სახელობის, თბილისის N20 საჯარო სკოლა
მასწავლებლები: ნანა მესხი (გერმანული ენა)., თამარ ხუჭუა (ფიზიკა)